სარალიძე: რატომ არ არის დაკავებული “ოცნების” ერთ-ერთი დეპუტატის შვილი,რომელიც უყურებდა ამ მკვლელობას?

“„ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის შვილი, რომელიც პირდაპირ უყურებდა ამ მკვლელობას და საერთოდ ხმა არ ამოიღო და შეცვალა ჩვენები და მოიტყუა. რატომ არ არიან ცოტა დაკავებულები ფულიანი მამიკოს ბიჭები?“ამის შესახებ ხორავას ქუჩზე მოკლული მოზარდის, დათო სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ “კურიერთნ” განაცხადა.

“არა მარტო დ.ღ., არამედ იქ მყოფი ყველა ბავშვი იყო დასაკავებელი და პასუხისგებაში მისაცემი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ ძალიან კარგად დაინახა ყველაფერი, ყველა იტყუება, იტყუებოდნენ პროცესსა და წინასაგამოძიებო მოქმედებების დროსაც.

რის საფუძველზე იყო მოტყუება და ჩვენების შეცვლა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მოვა დრო და აუცილებლად აეხდება ფარდა. ეს დააშინეს, მოისყიდეს, თუ თავიანთი მენტალობიდან გამომდინარე, საუბრობენ ტყუილებს. მხოლოდ დ.ღ.-ს დაკავება იმიტომ მოხდა, რომ ერთადერთი დაბალი ღობე ნახა ხელისუფლებამ, რასაც თავად ეძახიან, რომ უპატრონო ადამიანი იყო, რატომ არ არის იქ კონკრეტული პირები, თუნდაც, „ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის შვილი, რომელიც პირდაპირ უყურებდა ამ მკვლელობას და საერთოდ ხმა არ ამოიღო და შეცვალა ჩვენება და მოიტყუა. რატომ არ არიან ცოტა დაკავებულები ფულიანი მამიკოს ბიჭები?“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ცნობისთვის,მოკლული დავით სარალიძის მეგობარი, ხორავას ქუჩის ინციდენტში მონაწილე დ.ღ. გაათავისუფლეს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...