სარალიძე: პროკურატურა გ.ბ.-ს შეტენის ჩემი შვილის მკვლელობას და მიხეილ კალანდიას გამოიყვანენ მამა აბრამის ბატკნად

ამის შესახებ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 საშუალო სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

„აბსოლუტურად ვეთანხმები სახალხო დამცველის ამ დასკვნას. მაგრამ ფაქტია, რომ არ გაითვალისწინებენ არც ამ დასკვნას იქიდან გამომდინარე, რომ საპარლამენტო კომისიამ საკმარისზე მეტად გამოამჟღავნა ის დარღვევები,. რა დარღვევებიც მიმდინარეობდა გამოძიების ეტაპზე და ვის აფარებდა ხელს პროკურატურა და რატომ ცდილობდა ამ საქმის გაყალბებას. ერთადერთ მაგალითს მოგიყვანთ დღევანდელი საქმის მასალების გაცნობიდან. არ არის ჩხრეკა ჩატარებული მიხეილ კალანდიას სახლში, სადაც იმალებოდა გ.ჯ და არ არის იმ სახლშიც ჩატარებული ჩხრეკა, არ იქ სადაც შემდეგ გადაიმალნენ. ვფიქრობ ეს ერთადერთი ფაქტი საკმარისია იმისთვის რომ მთელი გამოძიება ფაქტიურად არ არის ჩატარებული სრულყოფილად. შეგნებულად, ეს არის პირდაპირ, პროკურატურის დავალებით, რომ არ უნდა გაჩხრეკილიყო მიხეილ კალანდიას სახლი. სადაც იმალებოდა მკვლელი, დღეს უკვე  ბრალდებული გ.ჯ.

მაქსიმალურად მიიყვანს საქმეს პროკურატურა იქამდე რომ შეტენონ გ.ბ.-ს ჩემი შვილის მკვლელობა და მიხეილ კალანდია გამოიყვანონ  მამა აბრამის ბატკანი. სარალიძე გიჟია ამათი აზრით? ვაი, ამათ პატრონს. გონს მოეგონ! ვაფრთხილებ მე ამათ. თუ არა და კონკრეტულ ნაბიჯებს მართლა ელოდონ სარალიძისგან. მე ცოცხალი ვიქნები თუ არა კალანდია მაინც მიეცემა პასუხისგებაში. სახალხოდ ვდებ ამის პირობას“- განაცხადა ზაზა სარალიძემ “კურიერთან”.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...