სარალიძე ”პრაიდზე”: ქვეყანა რელიგიური და ტრადიციული გენოციდის წინაშე დგას

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე თბილისში ლგბტქ “პრაიდის” ჩატარების თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“დღეს ვხვდები, იმაზე მეტ განსაცდელშია ქვეყანა, ვიდრე ჩემ ოჯახს მოუვლინა უფალმა. დედებო, მამებო, ბებიებო,ბაბუებო,დებო, ძმებო,საჯარო თუ არა საჯარო მოხელეებო,მთავრობა თუ ოპოზიცია,არასამთავროებო.და ყველა საქართველოს სრულუფლებიანო მოქალაქე!!!!! განურჩევლად რელიგიური მრწამსისა!!! ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა!!!! საქართველო კარგავს საუკუნეების ისტორიას.

მტერმა რაც პირდაპირ მახვილით ვერ დაგვაკლო, დღეს გვერდის ავლით გვითელავს ქართველობას. ქვეყანა რელიგიური და ტრადიციული გენოციდის წინაშე დგას და უფრო დიდი განსაცდელი წინ გველოდება, თუ ამ უმსგავსობის აღმოფხვრაში ყველამ ხელი არ ჩავკიდეთ ერთმანეთს.

ჩვენი ქართველური და ტრადიციული უფლებები გაცილებით უფრო მეტად ირღვევა!!!! მესმის,რომ კოსტიტუცია გვავალდებულებს არ შევუშალოთ ხელი სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ ეს არ არის სიტყვის თავისუფლება.

სიტყვის თავისუფლება არ უნდა თელავდეს ჩვენ დაწერილ და დაუწერელ ტრადიციებს,ასევე ქართველურ წესჩვეულებებს,რამაც დღემდე მოგვიყვანა!!! დიდი გამოცდის წინაშე დადგა ჩვენი ერი!!! ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!!!!“, – წერს ზაზა სარალიძე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ლევან ვასაძემ ვერის ბაღში, “თბილისი პრაიდის” საპროტესტო “კაცების აქციაზე” განაცხადა, რომ თბილისის ქუჩებში პატრულირების მიზნით ლეგიონს ქმნიდა. ასევე,  LGBT თემის “ყურის აწევის საზოგადოების” დაფუძნების იდეით გამოვიდა.

მოგვიანებით, შსს-მ განაცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ  უკანონო ფორმირებების შექმნის მოწოდებისთვის ყველა პირი კანონის წინაშე პასუხს აგებს.

შეგახსენებთ, “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თაბაგარმა “აიპრესთან” განაცხადა: უსაფრთხოების გამო, შსს-მ გვითხრა “თბილისი პრაიდი” არ ჩაატაროთო.

თუმცა, Tbilisi Pride-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია:  გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება, ადამიანის უფლებები დაიცვას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად