სარალიძე: ჯერ “ნაცზე”, შემდეგ “ქოცზე” მიყიდულ სატანას მეძახდნენ, თუ ორივე მხარეს ასე უნდა, სჯობს სატანად დავრჩე

ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ გადაცემა “პირველებში” განაცხადა.

“მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ღრმა დეტალებზე არ ვისაუბრებ თქვენი ეთერით. ამ სიამოვნებას დავუტოვებ ნიკა გვარამიას და ვუერთდები მის გამოწვევას. “კვირის აქცენტებში” გამოძებნოს ჩემი ადგილიც და აუცილებლად ვისაუბრებ ყველა დეტალზე. ვინ რა გააკეთა და ვინ რა დააშავა ამ საქმეში”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კითხვაზე, მის ფეისბუქ-პოსტს გულისხმობს, სადაც გვარამიამ თქვა, რომ “რუსთავი 2”-მა დიდი როლი ითამაშა ამ საქმეზე საზოგადოებას სიმართლე გაეგო და თქვენ გადაცემაში მონაწილეობა არ მიიღეთ. ამ პოსტს გულისხმობს? – პასუხობს:

“რა თქმა უნდა. პირისპირ დავჯდები და პირისპირ განვიხილოთ დღემდე ვინ რა გააკეთა და ვინ რა დააშავა. ვისაუბროთ ღიად. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, თითქოს ზაზა სარალიძე გაიყიდა. საქართველოში ასე ჩამოყალიბდა, რომ ადამიანი ან “ნაცი” უნდა იყოს, ან “ქოცი”, ან კიდევ ნეიტრალური. ჯერ ხელისუფლების მხარდამჭერები იძახდნენ, რომ მე “ნაცი” ვიყავი და სატანას მიეყიდაო, ახლა პირიქით, “ნაცების მხარდამჭერები ამბობენ, რომ ზაზა სარალიძე “ქოც სატანებს” მიეყიდა. თუ ორივე მხარეს სატანა უნდა ვიყო დავრჩე სატანად სჯობს”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...