სარალიძე: ინციდენტში მონაწილე ბავშვების მშობლებმა, თქვენ შვილებს თვალებში ჩახედეთ

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 საშუალო სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალური ქსელით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ბავშვების მშობლებს მიმართავს.

“კაკუბავას შეახსენეთ მაგან რაც ილაპარაკა არ დამვიწყებია და აბა არ დაგიმტკიცებია რაც დათოზე ილაპარაკე თქო.

№51 სკოლას მოკითხვა შეუთვალეთ და შეახსენეთ რო გამოაჩინოს ა.ს.-ს დახასიათებები, რომლებიც გადამალა. სანამ კიდე დრო არის და სისხლს სისხლი არ დამატებია.

ინციდენტში მონაწილე ბავშვების მშობლებმა, თქვენ შვილებს თვალებში ჩახედეთ და თუ იქ შიში ამოიკითხეთ ესე იგი თქვენც ჩემსავით წაგეშალათ მომავალი.
წითელი ჯიპის პატრონი მოძებნეთ და აზრზე მოიყვანეთ, ყველაფერი კარგად ვიცი და მის და სამწუხაროდ არა მარტო მე ვიცი……
პროკურორებმა ან სიმართლე ილაპარაკონ ანდა 12 ჭრილობა მარტო დათოს სხეულზე არც ყოფილა არც არის და არც იქნება”, – წერს ზაზა სარალიძე.

პ.ს. იმის გამო რომ ზაზა სარალიძი წერილი უცენზურო სიტყვებს შეიცავს, “აიპრესი” სრულად მისი გამოქვეყნებისგან თავს იკავებს.

შეგახსენებთ, გუშინ მძიმე და ემოციური გამოსვლის შემდეგ, ზაზა სარალიძემ “რუსთავი 2”-ის სტუდია დატოვა 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...