სარალიძე: ესენი მწყობრიდან ვერ გამომიყვანენ, სიმართლეს სასამართლოთი დავამტკიცებ!

"ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში ისევ და ისევ სუფევს შერჩევითი სამართალი",-ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"პირველრიგში დავიწყებ იქიდან, რომ  ფაქტია ჩვენს ქვეყანაში ისევ და ისევ სუფევს შერჩევითი სამართალი. დღევანდელი ფაქტი რაც მოხდა, სასამართლო პროცესიდან დანაშაულის დაფარვაზე პირების გათავისუფლებაზე, ეს იყო უკვე მეტისმეტი და ძალიან გადაჭარბებული არა მარტო სასამართლოს მხრიდან, არამედ პროკურატურის მხრიდან.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, გონივრული ეჭვი მაქვს იმის, რომ ეს არ იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მას მიაღებინეს ძალით იქიდან გამომდინარე, რომ ზაზა სარალიძე გამოვიყვანოთ მწყობრიდან. მაგრამ ზაზა სარალიძეს ესენი მწყობრიდან ვერ გამოიყვანენ,აბსოლუტურად  ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები, სამართლებრივი წესით დავუმტკიცებ მე ამათ, რომ შერჩევითი სამართალი უნდა მოისპოს ჩვენს ქვეყანაში",-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულები გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...