სარალიძე: ჩემს შვილთან ერთად მოკვდა საქართველოს ის ნაწილი, რომელმაც ტალახი გვესროლა

“ჩემს შვილთან ერთად მოკვდა საქართველოს ის ნაწილი, რომელმაც ტალახი გვესროლა”,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას” აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“დღეს ჩემს მოკლულ შვილთან ერთად მოკვდა საქართველოს ის ნაწილი, რომელმაც ტალახი გვესროლა და დღემდე იცავენ ჩვენი შვილის მკვლელებს. სამართალმა უნდა იზეიმოს, რომ ხვალ არ იყოს შემდეგი.

დაგვიდეგით გვერდით და მოვსპოთ ეს მკვლელები! ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო. იმედი მაქვს, საქართველოში ჭეშმარიტება იზეიმებს”,- განაცხადა ზაზს სარალიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად