სარალიძე ბესელიაზე: ამას უკვე მართლა ზღვარს გადასული ნაძირალა თუ იკადრებდა!

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე პარტია “სამართლიანობის” თავმჯდომარის ეკა ბესელიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის სოლიდარობის გამო აკრიტიკებს.  

“მართლა ზღვარს გადასულო დეიდა! შვილის გულისთვის ბრძოლის მცოდნე დედა, რომელიც შვილმოკლულ მშობლებს აკრიტიკებდა რბილად რომ ვთქვათ. დღეს დგას იმ ადგილას სადაც დღეს კიდევ მიუღწეველი სამართალია და სამართალს ითხოვს? ბოდიშით ქალბატონო ეკა, მაგრამ ამას უკვე მართლა ზღვარს გადასული ნაძირალა თუ იკადრებდა! ბოდიშით ქალბატონო ეკა, მაგრამ სისხლი აღარ მოგესმათ? ხვალ 18 ის გახდებოდა ეკა დეიდა ჩემი შვილი, რომლის ჭეშმარიტების ბრძოლის დროს თქვენ მე მაკრიტიკებდით!!!! ბევრი რამის დაწერა მინდა რას ვფიქრობ დედაზე,რომელმაც ცოცხალი(და არა სადისტურად მოკლული) შვილისთვის ბრძოლა იცის მაგრამ მხოლოდ ერთს ვიტყვი და ამით დავასრულებ!!!! ვინც კი წინ გადაუდგა სამართლის აღდგენას უფალი არავის ივიწყებს!”-წერს ზაზა სარალიძე.

ცნობისათვის: პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, დეპუტატი ეკა ბესელია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა, სადაც ორგანიზატორის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

ეკა ბესელია უერთდება მოთხოვნას და აცხადებს, რომ  შინაგან საქმეთა მინისტრი აუცილებლად უნდა გადადგეს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად