სარაკეტო თავდასხმის გამო, ბენ გურიონის აეროპორტში ფრენები შეჩერებულია

თელ-ავივთან ახლოს მდებარე ბენ-გურიონის სახელობის აეროპორტში, პალესტინის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო შეტევის გამო, ფრენები დროებით შეჩერებულია.

ბენ გურიონის აეროპორტისკენ მიმავალი ყველა რეისი კვიპროსის მიმართულებით გადაამისამართეს. აეროპორტიდან მგზავრების და თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს.

ჰამასმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ასხელონის მიმართულებით უკვე გაგზავნილი ჰქონდა 137 საჰაერო ჭურვი. ისრაელის მხარის მონაცემებით 95 მოქალქემ ოფიციალურად მიმართა ჰოსპიტალურ კლინიკებს, თავდასხმის შედეგად გამოწვეული მძიმე დაზიანებების გამო.

შეგახსენებთ, რომ ჰამასმა თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა.Ნახსენები თავდასხმის შემდგომ, ჰამასის ლიდერები სულ უფრო ხშირად იმეორებდნენ, რომ ისრაელს მომავალ რამდენიმე დღეში ბევრი ასეთი “სიურპრიზი” ელოდა… როგორც ჩანს, აღნიშნულ მოულოდნელობაში პალესტინელები სწორედ დღეს განხორციელებული მასიური თავდასხმას გულისხმობდნენ.

კომენტარები
იტვირთება...