საქველმოქმედო კამპანიას “გამოიწვიე ბედნიერება“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

საქველმოქმედო კამპანიას „გამოიწვიე ბედნიერება“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი შეუერთდა – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციაპლიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალკახათის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტმა ირაკლი ჯიქიამ, საქართველოს მოხალისეების ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად წამოიწყო კამპანია სახელწოდებით „გამოიწვიე ბედნიერება“. ინიფიატივის მიზანი იყო საააღდგომოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება.

კამპანიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია, მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად