საქველმოქმედო ასოციაცია “გურიას” გერმანიის საელჩომ ადაპტირებული მიკრო ავტობუსი შეუძინა

საქველმოქმედო ასოციაცია “გურიას” გერმანიის საელჩომ, მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით ადაპტირებული მიკრო ავტობუსი შეუძინა.

ამ მიზნით, გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის ატაშე ტომას შოლი, სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე შარაშენიძესთან ერთად, საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ესტუმრა.

ხანგრძლივი და ინტენსიური სიარულის გამო, ორგანიზაციის სარგებლობაში არსებული ამორტიზირებული მიკრო ავტობუსი საფრთხეს უქმნიდა სერვისის არსებობას. დროულად გაწეული დახმარებით მიღებული სოციალური შედეგი არის მრავალწლიანი გარანტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების შესაძლებლობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...