საქსტატი: გასულ წელთან შედარებით, კბილის ამოღება 33%-ით, ხოლო დაბჟენა 17%-ითაა გაძვირებული

საქსტატის მონაცემებით, 33%-ითაა გაძვირებული სტომატოლოგის მომსახურება, კერძოდ, კი კბილის ამოღება, ხოლო კბილის დაბჟენა 17%-ით გაძვირდა. გარდა ამისა, ერთი წლის განმავლობაში 27%-ით გაძვირდა ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.

ერთი წლის განმავლობაში ქორწინების ოქროს ბეჭედი 41.3 %-ით გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირებულ პროდუქტებს და მომსახურებებს, ფასების ყველაზე დიდი, 45 %-იანი მატება წიწიბურაზე დაფიქსირდა. შემდეგია ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი, რომლის ფასიც 2020 წლის ნოემბერში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 41.3 %-ით გაიზარდა, 36%-ით გაძვირდა მზესუმზირის ზეთი, 26%-ით კი – ხმელი ლობიო.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...