საქსტატი: ბოლო 2 წელში საქართველოში 15 წლამდე გოგონებს შორის აბორტის შემთხვევა არ დაფიქსირებულა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცმებით 2018 – 2019 წლებში საქართველოში 15 წლამდე გოგონებს შორის აბორტის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

საქსტატის მონაცემებით 2019 წელს საქართველოში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის 21600 ფაქტი აღირიცხა, რაც 1100-ით ნაკლებია 2018 წლის მონაცემზე.

15 წლამდე ასაკის გოგონებში აბორტის ბოლო ფაქტი 2017 წელს დაფიქსირდა.

15-19 წლის ასაკის გოგონებში კი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გადაწყვეტილება გასულ წელს 450-მა მათგანმა მიიღო. წინა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 510 იყო.

2019 წლის ინფორმაციით, ყველაზე მეტი 20973 აბორტი 20-44 წლის ასაკის ქალებზე მოდის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად