საქსტატი: 2014 წელთან შედარებით ქართული პროდუქციის ექსპორტი 24% შემცირდა

უმსხვილესი ქართული საექსპორტო პროდუქციის რეიტინგი ქართულ საექსპორტო პროდუქციათა ათეულში უკვე წლებია, ფეროშენადნობები, თხილი, ღვინო, სპირტი, მსუბუქი ავტომობილები, მინერალური წლები და სხვა სასაქონლო ჯგუფები ხვდება.

“საქსტატის” მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში, 2014 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით ქართული პროდუქციის ექსპორტი 24 პროცენტით შემცირდა და მხოლოდ 1,832 მლრდ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში (რუსეთი, უკრაინა) არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე თხილის, სამკურნალო საშუალებებისა და ნედლი ნავთობის გარდა შემცირებულია წამყვან საექსპორტო პროდუქციათა ათეულში შესული სასქონლო ჯგუფების უმრავლესობა.

უმსხვილეს საექსპორტო პროდუქციაში სპილენძის მადნები და კონცენტრატები ლიდერობს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 207,2 მლნ აშშ დოლარის ამ კატეგორიის პროდუქცია და მისი წილი მთლიან ექსპორტში 11,3%–ია.

მეორე ადგილზეა ფეროშენადნობების ექსპორტი 167,14 მლნ აშშ დოლარით, ექსპორტში მისი წილი 9,1%–ით განისაზღვრება.
მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი მოხვდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 154,4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8,4% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად