საქრთველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს “ოქროს საწმისის” ორდენით დააჯილდოებს

საქართველოს მთავრობის მოწვევით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტი მეორე დღეა გრძელდება. დელეგაციას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი ხელმძღვანელობს, დელეგაციის შემადგენლობაში კი ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები არიან.

ამ წუთებში ჩრდილოატლანტიკური საბჭო ორმხრივ შეხვედრებს აწარმოებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან. მოგვიანებით ასევე გაიმართება შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს “ოქროს საწმისის” ორდენით დააჯილდოვებს.

დღეს დილით ჩრდილოატლანტიკური საბჭო ბათუმის პორტში ეწვია საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებს. გუშინ კი ვიზიტის ფარგლებში შედგა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თავმჯდომარეობით.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოა, მნიშვნელოვანია საბჭოს წევრები ადგილზე გაეცნონ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე, დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად