საყვარელიძე: ყველაზე ნიშანდობლივი მელიას განცხადება იყო, ის სააკაშვილი-რულოვსს სწორად დაუპირისპირდა

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ მოსახლეობაში რევოლუციური სულისკვეთება არ არის. ამისთვის საჭიროა ძალიან რევოლუციური განწყობები საზოგადოებაში.

როგორც პოლიტოლოგმა „აიპრესს“ განუცხადა, ამ არჩევნებზე მისთვის ყველაზე ნიშანდობლივი ნიკა მელიას განცხადება იყო, როდესაც ის დაუპირისპირდა სააკაშვილსა და სანდრა რულოვსს. საყვარელიძე ამბობს, რომ რაშიც დაუპირისპირდა სწორად დაუპირისპირდა მათ.

„ყველაზე ნიშანდობლივი იყო მელიას განცხადება – ნუ ჰპირდებით ამ ხალხს რევოლუციას, არ არის რევოლუციაო. თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაიწყება სტრატეგიის გადახედვის პროცესი… 7 წელია „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაშია და სულ ერთი და იგივეს ვაკვირდებით. თუკი რაღაც სიახლე მოხდება პოლიტიკურ სპექტრში, კერძოდ „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებაში არჩევნების კონტექსტში, ჩავთვლი, რომ არჩევნებმა პოლიტიკას შედეგი მოუტანა.

დიახ, მელიას განცხადება ნიშნავდა იმას, რომ მელია სააკაშვილსა და სანდრა რულოვსს დაუპირისპირდა. მაგრამ, რაშიც დაუპირისპირდა ის მიმაჩნია, რომ სწორი იყო. ერთი და იგივეს კეთება 7 წლის განმავლობაში არ შეიძლება. სტრატეგიის შეცვლაა საჭირო იმისათვის, რომ ადამიანებზე გავლენა მოახდინო.

რაც შეეხება რევოლუციურ სულისკვეთებას, ამას მარტო მე არ ვუყურებ სკეპტიკურად. მარტო მე რომ ვუყურებდე, შედეგი არ ექნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს მოსახლეობაც უყურებს. ძალიან რადიკალურ პირობებში უნდა იყოს მოსახლეობა იმისათვის, რომ თანახმა იყოს რევოლუციაზე. მით უმეტეს, რომ საქართველოს მოსახლეობამ რევოლუცია ნახა და ამ რევოლუციის შედეგებიც ნახა“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...