საყვარელიძე NDI-ს კვლევაზე: არმოწონება მოწონებას რომ ჭარბობს, ეს იდიოტური პოლიტიკური სპექტრის ბრალია

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძისთვის გაუგებარია NDI-ს კვლევის ის ნაწილი, სადაც პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგია შეფასებული.

როგორც საყვარელიძემ “აიპრესს” უთხრა, ყველას მიმართ არმოწონება ჭარბობს მოწონებას, რაც იმას ნიშნავს, რომ არ უნდა საზოგადოებას პოლიტიკური სპექტრი.

„ჯერ ერთი წმინდა პროფესიულად არ გავიზიარებდი იმას, რა კითხვაც არის დასმული – ვინ მოგწონს? რას ნიშნავს მოწონება? – გაუგებარია. მოწონებებსა და არჩევნებს შორის არ არის. თუ დააკვირდებით, პარტიები სხვა რეიტინგების მატარებლები არიან და ამ კითხვის ქვეშ – ვინ მოგწონთ? – სხვა რეიტინგებია. მაგრამ ამ კითხვის ქვეშაც თვალში საცემია, რომ „არ მომწონს“, – ყველგან გაცილებით მაღალია, ვიდრე მოწონების მაჩვენებელი. ყველას მიმართ არმოწონება ჭარბობს მოწონებას. არ უნდათ ეს პოლიტიკური სპექტრი და მოკალი“, – ამბობს საყვარელიძე.

კითხვაზე, ეს პოლიტიკური ნიჰილიზმის ბრალია? – პასუხობს, რომ „იდიოტური პოლიტიკური სპექტრის ბრალია“.

„ჩვენ ისევ მოსახლეობას ვაბრალებთ, რომ ისაა ნიჰილისტიო, მაგრამ რამ გამოიწვია ეს ნიჰილიზმი? იმან, რომ პოლიტიკური სპექტრის მოთამაშეებმა მოსახლეობასთან ურთიერთობა არ იციან. ზრდილობიანად ასე გამოითქმის”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, NDI-ს კვლევის თანახმად მოწონებად ფიგურებში დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო) და კახა კალაძე (თბილისის მერი) ლიდერობენ. ხოლო არ მოწონებად ფიგურებში პირველ-მეორე ადგილებს ბიძინა ივანიშვილი (ქართული ოცნება) და სალომე ზურაბიშვილი (საქართველოს პრეზიდენტი) ინაწილებენ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად