“საყდრისის ოქრო” – დღეს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა გაიმართება

დღეს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმი გამართავს გამოფენას " საყდრისის ოქრო- კაცობრიობის პირველი ოქროს სამთო წარმოება" სადაც ქართულ – გერმანული ექსპედიციის 12 წლიანი მუშაობის შედეგებს წარმოადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი ავრცელებს.

"პარალელურად ეროვნულ მუზეუმში მუშაობას იწყებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია " მარილი, სპილენძი და ოქრო. უძველესი სამთო წარმოება კავკასიაში". რომელიც 16 ივნისს 10 საათზე გაიხსნება და 19 ივნისამდე გაგრძელდება.

11.15-12.00 საათზე კონფერენციის ფარგლებში იგეგმება თომას შტოლნერის მოხსენება საყდრისის შესახებ.

.

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი მიიჩნევს რომ ძეგლის აფეთქებიდან წელიწადნახევრის შემდეგ აღნიშნული ღონიძიების ორგანიზება და დაფინანსება ხელისუფლების მხრიდან საყდრისის მაღაროს უნიკალურობის ცალსახა აღიარებაა და მედიასაშუალებებს ამ მოვლენის მაქსიმალური გაშუქებისკენ მოუწოდებს.



საყდრისის გამოფენა ეროვნულ მუზეუმში 16 ივნისს 19.00 საათზე გაიხსნება", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად