საყდრისის კომიტეტი: RMG Gold-მა ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსთან საცდელი აფეთქება განახორციელა

ხვალ, 4 აგვისტოს საყდრისის კომიტეტი ფიტარეთში გამაფრთხილებელ აქციას გამართავს.

საყდრისის კომიტეტში აცხადებენ, რომ მათთვის ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია "არემჯი გოლდა" ბნელი ხევის ტერიტორიაზე 13–ე საუკუნის ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის მახლობლად ე.წ. საცდელი აფეთქება განახორციელა. მნიშვნელოვანია რომ აფეთქება მოხდა მაქსიმალური მუხტით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გვერდის ავლით.

საყდრისის კომიტეტის მოთხოვნით ა.წ. 26 მარტს კულტურის სამინისტრომ შეაჩერა კომპანიის მიერ 10 მაისს დაანონსებული ბნელი ხევის საბადოს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის(გზშ) განხილვა იმ მიზეზით რომ საერთოდ არ იყო შესწავლილი კომპანიის მიერ ბნელი ხევის კულტურული მემკვიდრეობა.აგრეთვე ფიტარეთის მონასტრის და ხულუტის ციხის მდგრადობა.

როგორც ცნობილია კომპანია „არემჯი გოლდი“ უახლოესს მომავალში ბნელი ხევის ტერიტორიაზე ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებას გეგმავს.

კომპანიის მიერ კულტურული მემკვიდროების შესაძლო ხელყოფის ფაქტს საყდრისის კომიტეტი ფიტარეთის სამონასტრო კომლექსთან გააპროტესტებს. – ამის  შესახებ საყდრისის კომიტეტში აცხადებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად