საყდრისის კომიტეტი: RMG Gold-ის მძიმე ტექნიკამ დააზიანა ფიტარეთის მონასტრის გალავანი

დაახლოებით 10 დღის წინ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ე.წ. დაცვითი ზონის ტერიტორიაზე კომპანია "არემჯი გოლდის" კუთვნილმა მძიმე ტექნიკამ. გაურკვეველი სამუშაოები დაიწყო. მძიმე ტექნიკის მუშაობამ მნიშვნელოვნად დააზიანა მონასტრის გალავანი და მის მიმდებარედ ჯერ კიდევ მეცნიერულად შეუსწავლელი ხარო. სავარაუდოდ სრულადაა დანგრეული ძველი გალავნის ერთი ნაწილიც,- ამის შესახებ ინფორმაციას "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" ავრცელებს. 

მათივე თქმით, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული. რადგან ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს მინიჭებული აქვთ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება- განადგურება აგრეთევ კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ზონის რეჟიმის დარღვევა იძლევა სისხლის სამართლის დევნის საფუძველს.

საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, კულტურის მინისტრსა და საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

საყდრისის კომიტეტი ამ საკითხზე  "პრაიმ ტაიმის" პრეს-კლუბში 28 აგვისტოს 11 საათზე ბრიფინგს გამართავს და  ძეგლის დაზიანების დამამტკიცებელ კონკრეტულ მტკიცებულებებს წამოადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად