საყდრისის კომიტეტი: RMG GOLD-ი არ ემორჩილება საჯარიმო სანქციებს

საყდრისის კომიტეტი ხვალ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ  2016 წელს ოქროსმწარმოებელი კომპანია "არემჯი გოლდის“ ინსპექტირების შედეგებზე ბრიფინგს გამართავს. 

კომიტეტში განმარტავენ, რომ ინსპექტირების შედეგებით, კომპანიის მიერ ბოლნისის რაიონში გარემოზე მიყენებული ზიანი სავარაუდოდ რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს აჭარბებს.

ასევე, აცხადებენ რომ "კომპანია "არემჯი გოლდი“ არ ემორჩილება საჯარიმო სანქციებს და კვლავაც აგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას. რაშიც ხელს უწყობს გარემოს დაცვის სამინისტრო თავისი ე.წ. შემრიგებლური პოლიტიკით. კერძოდ გარემოს დაცვის სამინიტრო დღემდე არ ასაჯაროვებს, როგორც ზემოდხსენებულ ინსპექტირების დასკვნას ისე დასკვნის შედეგად სახელწმწიფოსთვის მიყენებული ზარალის ზუსტ ოდენობას. თავის მხრივ კომპანიის მესაკუთრე რუსი მილიარდელი დიმიტრი ტროიცკი კი ისევ "ძველი მეთოდებით"ცდილობს არსებული პრობლემიდან თავის დაძვრენას. ამ პროცესში კი სხვადახვა დროს აქტიურად იყვნენ ჩართულები ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები მათ შორის სავარაუდოდ პარლამენტის გარემოს და ბუნებრივი დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი კახა კუჭავაც, რომლის ოჯახის წევრი და უახლოესი გარემოცვა "არემჯი გოლდის" შვილობილ კომპანიებში დღემდე საკვანძო თანამდებობებს იკავებენ".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად