საქართველოს ქალთა ნაკრები ლიდერთა შორისაა

ერთდღიანი შესვენების შემდეგ ბათუმის საჭადრაკო ფესტივალის მონაწილეებმა განაგრძეს ბრზოლა უძლიერესთა გამოსავლენად.

მეექვსე ტურის შეხვედრები საქართველოს ნაკრები გუნდების მონაწილეობით შეხვედრები ასეთი დასრულდა:

ქალები

საქართველო1 – საქართველო2 2,5;1,5

ნანა ძაგნიძე – სალომე მელია 0,5:0,5
ინგა ჭარახალაშვილი – ლელა ჯავახიშვილი 0:1
ბელა ხოტენაშვილი – სოფიო გვეტაძე 0,5;0,5
სოფიკო ხუხაშვილი – მერი არაბიძე 0,5:0,5

საქართველო3 -უნგრეთი 0,5:3,5

ყაიმით დაასრულა შეხვედრა მეოთხე დაფაზე თამარ ესაძემ, ხოლო ნინო ხომერიკმა, მარიამ ჯანიაშვილმა და ლილე ქორიძემ დათმეს პარტიები.

კაცები

საქართველო1 – კანადა 2:2

ერიკ ჰანსენი – ბაადურ ჯობავა 0:1

მიხეილ მჭედლიშვილი – რაზვან პრეოტუ 0:1
ნიკოლაი ნორისტუნი – ივან ჩეპარინოვი 0,5:05
ლევან ფანცულაია – ევგენი ბარეევი 0;5;0,5

საქართველო2 – ვიეტნამი 2:2

დამარცხდა მეორე დაფაზე დავით მარალაშვილი, გაიმარჯვა მესამე დაფაზე მოასპარეზე თორნიკე სანიკიძემ, ყაიმით დაასრულეს შეხვედრები ლუკა პაიჭაძემ და ირაკლი ბერაძემ

საქართველო3 – ნიდერლანდები 1,5:2,5

დამარცხდნენ ნოე თუთისანი და ლუკა ობოლაძე, მესამე დაფაზე ყაიმით დაასრულა შეხვედრა ნიკოლოზ პეტრიაშვილმა, ხოლო მეოთხე დაფაზე გაიმარჯვა გიორგი სიბაშვილმა.

ექვსი ტურის შემდეგ ქალთა შორის 5 მოგება ერთი ფრე აქვთ და ლიდერობენ აშშ-ის, საქართველოს და სომხეთის ნაკრები გუნდები. საქართველოს მეორე ნაკრებს 9 ქულა აქვს, მესამეს კი – 7 ქულა.

კაცთა შორის უდანაკარგოდ, თორმეტ-თორმეტი ქულით ლიდერობენ აზერბაიჯანის და პოლონეთის ნაკრები გუნდები. მათ 4 ქულით ჩამორჩებიან საქართველოს პირვეი, მეორე და მესამე ნაკრები გუნდები.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად