საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, ქართველი მოცეკვავე წყვილი გრან პრის ფინალში გავიდა

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, ქართველი მოცეკვავე წყვილი – მარია კაზაკოვა და გიორგი რევია გრან პრის ფინალში გავიდა.

ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა მოცაკვავე წყვილმა შეძლო გრან-პრის ეტაპების ორი ვერცხლის მედლის და ფინალური საგზურის მოპოვება.

ახალ ოლიმპიურ ციკლში სპორტულ ცეკვებში მიღწეული ეს წარმატება საკმაოდ სერიოზული განაცხადია მომავალ ტურნირებში მსაჯებისა და სპეციალისტების მხრიდან ფავიორიტულ პოზოციებზე მათი აღიარებისა.ქართველ მოცეკვავე წ ყვილთან ერთად ფინალში იასპარეზებს 3 წყვილი რუსეთიდან, ერთი კანადიდან და ერთი ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

გრან-პრის თასის გათამაშება ,ოლიმპიური თამაშების, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებთან ერთად ის მაღალრეიტნგული საერთაშორისო ტურნირია, რომელიც 1997 წლიდან იუნიორთა და სენიორთა კატეგორიებში ტარდება საერთაშორისო საციგურაო კავშირის მიერ და მასში მსოფლიოს ქვეყნების ყველაზე სახელოვანი მოციგურავეები მონაწილეობენ.

იუნიორთა კატეგორიაში გრან-პრის სერია მოიცავდა შვიდ ეტაპს და იგი ტარდებოდა მიმდინარე წლის აგვისტოდან სლოვაკეთში,ავსტრიაში,ლიტვაში,კანადაში, ჩეხეთში, სლოვენიაში და ბოლო მეშვიდე ეტაპით 13 ოქტომბერს დასრულდა სომხეთის დედაქალაქ ერევანში.

მოცეკვავე წყვილებში სულ შვიდ ეტაპზე ჩართული იყო 24 ქვეყნის 65 წყვილი, რომლებიც ასპარეზობდნენ გრან-პრის ფინალური ნაწილის 6 საგზურის მოსაპოვებლად, მათ შორის ორ ეტაპზე ოსტრავასა და ერევანში გამოდიოდა მოცეკვავე წყვილი მარია კაზაკოვა და გიორგი რევია. ქართველმა წყვილმა სექტემბერში ოსტრავაში გამართულ ტურნირზე მეორე ადგილი დაიმსახურა და ერევნის ტურნირის წინ მაღალი შანსები შეიქმნა ფინალში გასასვლელად, თუმცა ერევანში მათ ასპარეზობა მოუწიათ საკმაოდ ტიტულოვან ორ წყვილთან რუსეთიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბელორუსიიდან, ესტონეთიდან, უკრაინიდან. 15 წყვილს შორის ქართველმა მოციგურავეებმა 164, 65 ქულით მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს და საერთო რეიტინგულ სიაში ორივე ეტაპის ჯამური შედეგით 318, 52 საუკეთესო ექვსეულში მოიპოვეს საგზური გარნ -პრის ფინალურ ეტაპზე საასპარეზოდ, რომელიც გაიმართება 6-9 დეკემბერს კანადის ქალაქ ვანკუვერში.

“ვულოცავთ მარიამსა და გიორგის გრან -პრის ფინალში დამსახურებულად მოპოვებულ საგზურს. ეს შედეგი მათი მონდომების, მიზანსწრაფულობის, მათი მწვრთნელებისა და ქორეოგრაფების, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მთლიანი გუნდის ერთობლივი დამსახურებაა. გუნდურობისა და მხარდაჭერის ეს განცდა სპორტსმენებისათვის არის ის დამატებითი მოტივაცია, რომელიც მომავალი სტარტების წინ მათთვის მნიშვნელოვანი სტიმულია”, – აღნიშნა ტურნირის დასასრულს ერევანში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, მაკა გიორგობიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად