საქართველოს ევროპის ლიგის 2021 წლის ფინალის მასპინძლობა სურს

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს (უეფა) ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაინტერესებულია, 2021 წელს, ევროპის ლიგის ფინალს “დინამო არენამ” უმასპინძლოს.

როგორც უეფას ვებ-გვერდი იუწყება, მასპინძელთა შერჩევა, აღმასრულებელი კომიტეტის 2019 წლის მაისში ან ივნისში მოხდება. ინტერესთა დეკლარაციები, დაინტერესებულმა ასოციაციებმა, სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად, 2015 წლის 15 თებერვლამდე უნდა წარადგინონ.

განაცხადის მიღება, 2021 წლის მასპინძლობაზე 2018 წლის 28 სექტემბერს დაიწყო და 26 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

უეფას ეგიდით გასამართ ფინალებზე, ჯამში განაცხადი 11-მა ქვეყანამ შეიტანა. ევროპის ლიგის ფინალის მოსაპოვებლად, საქართველოსთან ერთად, ავსტრია (ვენა) და ესპანეთი (სევილია) იბრძვიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად