საქართველოს ბოულინგის ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება

საქართველოს სპორტული ბოულინგის ფედერაციის ეგიდით ჩატარებული ბოულინგის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულები, ირაკლი წულაძე და ანგელინა კაზარიანი ამერიკაში, კერძოდ ლას ვეგასში გასამართ მსოფლიო თასზე მიემგზავრებიან. შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ეტაპი9 22-24 ივნისს ჩატარდა სადაც მონაწილეობას 45 მამაკაცი და 10 ქალი ბოულერი იღებდა.

ტურნირი სტარტს ლას ვეგასში, სემ’ს თაუნის ბოულინგ კომპლექსში  4 ნოემბერს აიღებს და 11 ნოემბერს დასრულდება.   „ეს არის წლის ყველაზე მასშტაბური და წარმომადგენლობითი ბოულინგ მოვლენა მსოფლიოში. ორმაგად სასიხარულოა, რომ პირველად საქართველოდან ქალი ბოულერი მიიღებს მონაწილეობას“ – აცხადებს ტურნირის საპატიო პრეზიდენტი ირინა ონაშვილი.  საქართველოს ნაკრები რიგით 54 -ე  ტურნირზე მსოფლიოს  95 ქვეყანასთან ერთად წარსდგება.

ბოულერები ლას ვეგასში ბოულინგ კლუბ ბოლრუმის მხარდაჭერითა და დაფინანსებით მიემგზავრებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად