„საქართველოსთვის“ წევრებმა განათლებისა და კულტურის პლატფორმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართეს მუსიკოსებთან, მომღერლებთან და კომპოზიტორებთან

პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა გიორგი კიკნაველიძემ, რუსუდან თევზაძემ და ტატა ხვედელიანმა განათლებისა და კულტურის პლატფორმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართეს მუსიკოსებთან, მომღერლებთან და კომპოზიტორებთან.

შეხვედრაზე განიხილეს სფეროში არსებული გამოწვევები, რეკომენდაციები და მოსაზრებები არსებული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით.

გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის აღინიშნა, რომ სფეროს წარმომადგენელთა საქმიანობის და შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით არ არსებობს საერთო ხედვა; ასევე, ყურადღება გამახვილდა იმ ხარვეზებზე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებობს.

შეხვედრაზე პრობლემების მოგვარების გზებთან დაკავშირებით საუბრისას გაჟღერდა ინიციატიავა, რომელიც ევროპულ და ზოგადად დასავლურ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით კულტურის სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ქმედითი მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს, რომლის წევრებმა, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყონ არსებული გამოწვევების სრულად იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის თანამედროვე / ეფექტიანი მექანიზმების განსაზღვრა, რამაც საბოლოო ჯამში ხელი უნდა შეუწყოს კულტურის სფეროს წარმომადგენელთათვის შესაძლებლობების თანაბარ ხელმისაწვდომობას.

კომენტარები
იტვირთება...