საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა – სულ 307 გარდაცვლილია

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 22 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში – 10 ადამიანი, აჭარაში – 7, იმერეთში – 4, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 307 გარდაცვალების შემთხვევა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა   38 936-ს შეადგენს.

როგორც გუშინდელ ბრიფინგზე აღვნიშნე, გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 881 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  22 691-მდე გაიზარდა.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 22 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში – 10 ადამიანი, აჭარაში – 7, იმერეთში – 4, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 307 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 1 673 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 684 შემთხვევა, აჭარაში – 351, იმერეთში – 214, ქვემო ქართლში – 75 შიდა ქართლში – 98, გურიაში – 41, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 86, კახეთში – 52, მცხეთა-მთიანეთში – 23, სამცხე-ჯავახეთში – 33,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 16.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის  15 912. 4 136 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 2 037, აჭარაში – 699. მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში – 256, აჭარაში – 77. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 208 პირი – მათ შორის, თბილისში – 91, აჭარაში – 76. 2 245 ადამიანი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 145 – აჭარაში, ხოლო 822 – თბილისში. 9 531 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 001 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 596, აჭარაში-1 435.

სულ  6-30  ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 10 379 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 30  467 პირი, საიდანაც თბილისში – 3 515 პირი, აჭარაში – 12 996, იმერეთში – 3 997.

ამ ეტაპისთვის არსებული სტატიკური მონაცემების შესახებ მოგეწოდათ დეტალური ინფორმაცია“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად