საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანას მოითხოვს

საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი ბოგდან პეტროვი რუსეთის ფედერაციისგან საქართველოდან და უკრაინიდან რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანას, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებას მოითხოვს.

“ახლახან ჩვენ აღვნიშნეთ სქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის მე-11 წლისთავი. დღეს კი საოკუპაციო ხაზზე ვდგავართ, და სწორედ ამ წუთებში რუსეთის აგრესიული ძალები კვლავ განაგრძობენ საქართველოს ოკუპაციას. მინდა ვთქვა, რომ უკრაინელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას. უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვს საქართველოდან და უკრაინიდან რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანასა და ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულებას”,-აცხადებს საქართველოში უკრაინის  საელჩოს წარმომადგენელი ბოგდან პეტროვი.

აღნიშნული კომენტარი საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა ბოგდან პეტროვმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში გააკეთა, სადაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიასა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად ჩავიდნენ.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...