საქართველოში წვიმა და ელჭექი 4 დღე შენარჩუნდება

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში წვიმიანი ამინდი 4 დღის განმავლობაშია  მოსალოდნელი.

"14 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემერატურა 15-16 ივნისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსი იქნება. 17 ივნისს დღისით გამოიდარებს, 18 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...