საქართველოში წისქვილკომბინატების ნაწილი გაჩერებულია

საქართველოში წისქვილკომბინატების ნაწილი გაჩერებულია ან ნახევარი სიმძლავრით მუშაობს, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლევან სილაგავა აკეთებს. თბილისში მუშაობა შეწყვეტილი აქვს, წისქვილკომბინატ “თბილისს”, თიბითი ჯგუფის თბილისის კომბინანტსა და შპს ბარზოს. ამის მიზეზი რუსეთიდან მოჭარბებული ფქვილის იმპორტია. რუსეთმა, ხორბალის ექსპორტზე წინასაექსპორტო გადასახადი 15%-ით განსაზღვრა. საქართველოში რუსული ხორბლის შემოტანა კი ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა, რამაც ქართული წისქვილკომბინანტების მუშაობა შეაჩერა.

“რუბლის ვარდნის გამო რუსეთიდან ხორბალი პროგნოზირებადზე მეტი რაოდენობით გაედინებოდა, ეს იყო წინა პირობა რომ რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ჯერ ფაქტიურად აკრძალა  ხორბლის გატანა მაგრამ მერე მისცა საკანონმდებლო სახე, – შემოიღო წინასაექსპორტო გადასახადი ღირებულების 15%-7,5 ევრო.

ხორბალი ჩვენ შემოგვქონდა ძალიან მცირე პარტიებით, ძირითადად ხორბალი შემოდიოდა მანქანებით, საბაჟოს გავლით და ფაქტიურად ხორბლის რაოდენობიდან გამომდინარე ფასმა მოიმატა 2-3 ლარით. იყო 35 ლარი 1 ტომარა ფქვილი და სადღაც 37-დან 38 ლარზე ავიდა. დღესდღეობით ამ ყველაფერმა გააკეთა ის, რომ რუსეთიდან გააქტიურდა არა ხორბლის, არამედ ფქვილის შემოტანა, რადგან დიდი დისბალანსია ადგილობრივ ანუ რუსულ ბაზარზე არსებული ხორბლისაც და საექსპორტო ხორბალს შორის. რუსულ ბაზარზე 1 ტონა -150,160 დოლარი ღირს, მაშინ როდესაც საექსპორტო ბაზარზე ეს არის დაახლოებით 260 დოლარი.

ჩვენი წისქვილკომბინატების საკმაოდ დიდი ნაწილი ან გაჩერებულია ან ნახევარი სიმძლავრით მუშაობს და ის ვინც მუშაობს იძულებულნი არინ იმ ფასებით იმუშაონ რაც თვითღირებულების საშუალებას არ იძლევა და ხანდახან თვითღირებულების ქვევითაც ჩამოდის. თუ გაჩერდა წისქვილკომბინატი იქ მოხდება შტატების შემცირება”, – ლევან სილაგავა.

სილაგავას თქმით, აღნიშნული პრობლემის წინაშე დადგნენ სომხეთი და ყაზახეთიც. სომხეთში ამ ეტაპზე თითქმის ყველა წისქვილკომბინანტი დახურულია. გაზრდილი ფქვილი იმპორტის საკითხი მეხორბლეებმა მთავრობის წინაშეც დააყენეს. ეკონომიკის სამინისტროს “ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების შესახებ” კანონი ასოციაციამ ჯერ კიდევ 2 წლის წინ წარუდგინა, თუმცა ის განხილული ამ დრომდე არ არის. სილაგავას განცხადებით, კანონპროექტის პარლამენტში გატანა შესაძლოა გაზაფხულზე მოხდეს, თუმცა მის ძალაში შესვლამდე წისქვილკომბინანტების ნაწილი შესაძლოა დაიხუროს.

“რომ შევადაროთ ხორბლის წისქვილების მუშაობა და ფქვილის იმპორტი, ცალსახად ქვეყნისთვის უფრო აუცილებელია იმუშაოს წისქვილკომბინატებმა. წისქვილკომბინატების მუშაობის დროს იქმნება შიდა პროდუქტი, შიდა პროდუქტის გადასახადები შედის ბიუჯეტში, ამასთან ერთად სამუშაო ადგილები არის შექმნილი. პლიუს ამასთან ერთად წისქვილკომბინატები მიბმულია შიდა ხორბლის წარმოებასთან, აგრეთვე წისქვილკომბინატები უშვებენ ქატოს რომელიც მეცხოველეობაზეა მიბმული, ანუ ეს არის მთლიანი კომპლექსი შიდა პროდუქტის წარმოების. რაც ყველა სახელმწიფოსთვის არის ძალიან კარგი. ჩვენ მთავრობის წინაშე ეს საკითხი გვაქვს დაყენებული იმიტომ, რომ მკვეთრად გაზრდილი იმპორტის პირობებში, წისქვილკომბინანტებს ექმნებათ პრობლემები ისევე როგორც ქვეყანას”, – ლევან სილაგავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად