საქართველოში ციხეებმა, შესაძლოა, 3 აპრილის შემდეგაც განსაკუთრებულ პირობებში გააგრძელოს მუშაობა

იუსტიციის მინისტრის თეა წულკიანის განცხადებით, გამორიცხული არ არის, საქართველოში ციხეებმა 3 აპრილის შემდეგაც განსაკუთრებულ პირობებში გააგრძელოს მუშაობა.

„19 მარტს ამოიწურა პენიტენციურ სამსახურში ის ორკვირიანი განსაკუთრებული პირობების მდგომარეობა, რომელიც იუსტიციის მინისტრის ნებართვით პენიტეცნიური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გამოაცხადა და 19 მარტსვე ეს პერიოდი გაგრძელდა 3 აპრილის ჩათვლით.

დღეს შემიძლია მოგახსენოთ, რომ არ არის გამორიცხული 3 აპრილის მიღმაც ეს პერიოდი ქართულ ციხეებში გაგრძელდეს, ანუ ჩვენ გავაგრძელოთ განსაკუთრებულ პირობებში მუშაობა იმისთვის, რომ საპატიმროში მყოფი ადამიანები დარჩნენ ვირუსისგან მაქსიმალურად დაცული.

როგორც იცით, განსაკუთრებული პირობების დროს ციხეებში აკრძალულია და აკრძალული რჩება პაემნები, რამაც გამოიწვია სერიოზული დისკომფორტი ჩვენს მსჯავრდებულებში, ასევე ნაწილობრივ ბრალდებულებში.

ჩვენ შესაბამის კომპანიასთან მოლაპარაკების გზით ამ დისკომფორტის ნაწილობრივი კომპენსირება მოვახერხეთ და 16 მარტიდან მიმდინარეობს შეღავათი, რომელიც გულისხმობს 15-წუთიან უფასო სასაუბრო დროს ყოველი თვის განმავლობაში.

ამ შეღავათის გაგრძელებაზე მუშაობას ვაგრძელებთ მომავალშიც იმისთვის, რომ ეს ჩაკეტილობა და მისგან გამოწვეული ოჯახთან კონტაქტის არარსებობა რამენაირად კომპენსირებული იყოს ჩვენი პატიმრებისთვის“, – განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად