საქართველოში შესაძლოა ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ

ტურიზმის წახალისების მიზნით, ეკონომიკის მინისტრი დაბალ ბიუჯეტიანი, ეგრედ წოდებული ლოუ ქოსთერის ტიპის ავიახაზების შემოყვანას ასახელებს. მინისტრის თქმით, რამოდენიმე მათგანთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს "იზი ჯეტსა", "ეარ ბერლინთან" და "რაინ ეართან". მინისტრის თქმითვე, იგეგმება სავიზო რეჟიმის გამარტივება. 

"მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან 2014 წელს მიღებული სავიზო შეზღუდვების გამარტივება. ამ კუთხით გარკვეული გადაჭარბება მოხდა ბიუროკრატიის გართულების კუთხით და ამ კუთხით ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადავდგათ. მზად არის პაკეტი რომელიც წარედგინება პარლამენტს", – განაცხადა მინისტრმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...