საქართველოში ფულადი გზავნილების სალდოს სიდიდით რუსეთმა მე-3 ადგილზე გადაინაცვლა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს აპრილის ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა

2020 წლის აპრილში საქართველოში შემოვიდა 79 078 500, ხოლო საქართველოდან გავიდა 9 999 800 დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილი.

აპრილის თვეში ასეთი მცირე რაოდენობის ფულადი გზავნილები საქართველომ ბოლოს 2009 წელს მიიღო, როდესაც გადმორიცხვამ 60 652 600 $ შეადგინა, ხოლო სალდომ (გადმორიცხულსა და გადარიცხულს შორის სხვაობამ) კი 54 811 300 $.

ფულადი გზავნილები მილიონი და მეტი დოლარის მოცულობით 12 ქვეყნიდან განხორციელდა, ხოლო მილიონი და მეტი დოლარის მოცულობის სალდო საქართველოსთან 10 ქვეყანას აქვს:

1. იტალია – 13 220 600

2. საბერძნეთი – 9 839 900
3. რუსეთი – 9 622 500
4. აშშ – 9 604 500
5. ისრაელი – 6 765 600
6. თურქეთი – 4 084 500
7. გერმანია – 3 587 200
8. აზერბაიჯანი – 1 676 900
9. ესპანეთი – 1 501 900
10. პოლონეთი – 1 355 800

სულ ამ 10 ქვეყნის წილად, 69 078 700 დოლარის დადებით სალდოდან, მოდის 61259400 დოლარი ანუ მთლიანი დადებით სალდოს 88,68%

იმ 12 ქვეყნიდან, საიდანაც საქართველოში 2020 წლის აპრილში მილიონ დოლარზე მეტი ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დადებით სალდო გაზარდეს აზერბაიჯანმა (598400 დოლარიდან 1676000 დოლარამდე), გერმანიამ (3448 600 დოლარიდან 3587200 დოლარამდე) და უკრაინამ (626000 დოლარიდან 758100 დოლარამდე).

ფულადი გზავნილების დადებითი სალდო ყველაზე მეტად, 27 842 700 დოლარიდან 9 622 500 დოლარამდე, 2,9-ჯერ, 65,4%-ით, შეამცირა რუსეთმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე 2000 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდის ფულადი გზავნილების შესახებ იძებნება სტატისტიკური მონაცემები. მათი ანალიზიდან ჩანს, რომ 2000 წლის იანვრიდან 2002 წლის აპრილამდე ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი აშშ-დან შემოდიოდა, ხოლო 2002 წლის აპრილიდან 2020 წლის აპრილამდე მუდმივად რუსეთი იყო პირველ ადგილზე, 2020 აპრილში კი მან პირველობა იტალიას დაუთმო.

2000 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც რუსეთიდან უფრო ნაკლები ფულადი გზავნილი ჩამოირიცხა, ვიდრე გადაირიცხა საქართველოდან რუსეთში: 2004 წლის ნოემბერში რუსეთიდან ჩამოირიცხა 7 129 000 დოლარი, ხოლო რუსეთში გადაირიცხა 9 708 000 დოლარი.

ყველა სხვა შემთხვევაში დადებითი სალდოს მიხედვით რუსეთი მე-2 (2002 წლის მაისამდე) ან პირველი იყო.

2020 წლის აპრილში ფულადი გზავნილების დადებით სალდოს სიდიდის მიხედვით რუსეთმა პირველი ადგილი იტალია დაუთმო, მეორე საბერძნეთს და მცირედით აჯობა მეოთხე ადგილზე მყოფ აშშ-ს.

2020 წლის აპრილის დადებით სალდოში რუსეთი წილი 13,93%-ს, ხოლო 2020 წლის იანვარ-აპრილის ფულადი გზავნილების დადებით სალდოში 17,48%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარ-მაისში ეს მაჩვენებელი 23,28%-ს შეადგენდა

https://ipress.ge/new/rogoria-rusethis-tsili-phuladi-gzavnilebis-saertho-saldoshi-2000-2019-tslebshi/

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად