საქართველოში “pfizer”-ით ვაქცინაცია დღეიდან იწყება

საქართველოში “pfizer”-ით ვაქცინაცია 16 ივლისიდან იწყება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, pfizer”-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ესენია: „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“, „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“, ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ და ქ. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.

უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის, “pfizer”-ით ვაქცინაციის პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა იმუნიზაციის პროცესში ეტაპობრივად 80 სამედიცინო დაწესებულება, სულ მცირე 240 ბრიგადით ჩაერთვება.

“pfizer”-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

შეგახსენებთ, “pfizer”-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 14 ივლისს 15:00 საათზე დაიწყო. პროცესი ვაქცინაციის პორტალზე შეფერხებით მიმდინარეობდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისთვის 28 000 დოზაა შემოსული და საქართველოში აღნიშნული დასახელების ვაქცინა ივლისის განმავლობაში ეტაპობრივად ჩამოვა

კომენტარები
იტვირთება...