საქართველოში პარარაგბის განვითარება იგეგმება

შესაბამის მემორანდუმზე ხელი, ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის,, დღეს, თბილისის პარაცენტრში მოეწერა. 

დღესვე ქართველი პარასპორტსმენები უელსის 20 წლამდელთა რაგბის ნაკრების წევრებს შეხვდნენ. ღონისძიება შეზუღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დაცვის დღეს მიეძღვნა, რომელიც ყოველი წლის 14 ივნისს აღინიშნება.  

ახალგაზრდა უელსელებმა ქართველ პარასპორტსმენებთან ერთად კალათბურთი ითამაშეს, შემდეგ კი მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. დღესვე პარაცენტრში სპორტული ფოტოების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ეროვნული პარალიმპიური კომიტეტისა და რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ასევე კორეის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, კიმ ჩანგი.

უელსელი მორაგბეები პარაცენტრს მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის პარარელურად მიმდინარე სოციალური აქტივობის ფარგლებში ეწვივნენ. სარაგბო ჩემპიონატს წელს პირველად მაპინძლობს საქართველო. ტურნირის ფინალი 18 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. 

კომენტარები
იტვირთება...