საქართველოში, მიმდინარე წლის ათ თვეში, ელექტროენერგიის გამომუშავება 9,6%-ით, მოხმარება კი 13,3%-ით გაიზარდა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) მიმდინარე წლის 10 თვის ელექტროენეგიის ბალანსის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს

ესკოს მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში თბოსადგურების, ქარის ელექტროსადგურის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებულია 10 266,0 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 9,6%-ით მეტია.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში მომხმარებელს 11 203,1 მლნ კვტსთ ელექტროენერგია მიეწოდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 312,2 მლნ კვტსთ-ით ანუ 13,3%-ით მეტია

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემების მიხედვით ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი პირდაპირი მომხმარებლები არიან:

„ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა” – 739,0 მლნ კვტსთ
„ბი ეფ დი ესი” – 355,1 მლნ კვტსთ
„ჯორჯიან მანგანეზი” – 307,3 მლნ კვტსთ
„რუსთავის აზოტი” – 205,8 მლნ კვტსთ
„ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია” – 168,2 მლნ კვტსთ

კრიპტოვალუტის მომპოვებელი კომპანია „ბი ეფ დი სის” მიერ იანვარ-ოქტომბერში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა შარშანდელ იანვარ-ოქტომბერთან შედარებით გაზრდილია 267%-ით.

საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირებულ ოთხ ბიტკოინმომპოვებელ კომპანიას მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში მიეწოდა 425,8 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 338%-ით მეტია 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში მიწოდებულ მოცულობასთან (97,2 მლნ კვტსთ) შედარებით, თუმცა 32%-ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში იყო მოხმარებული (622,5 მლნ კვტსთ)

კომენტარები
იტვირთება...