საქართველოში მედიკამენტების მწარმოებელი ქართულ-ბელარუსული ერთობლივი საწარმო დაფუძნდება

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს მიხაელ რუსის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ერთობლივ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მედიცინისა და ფარმაკოლოგიის კუთხით თანამშრომლობაზე.

კერძოდ, საუბარია კოოპერაციაზე ტრანსპლანტოლოგიის სფეროში, აგრეთვე მედიკამენტების მწარმოებელი ერთობლივი საწარმოების დაფუძნებაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის საქმიანი წრეების დაახლოებას ერთობლივი ბიზნეს პროექტების განვითარებისა და ზოგადად, ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

დიმიტრი ქუმსიშვილსა და მიხაელ რუსს შორის შეხვედრა ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად