საქართველოში კულტურული მარშრუტების პირველი ტრენინგ აკადემია იხსნება

ამის შესახებ ინფორმაცას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

“5 დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო იოტაში, საქართველოში კულტურული მარშრუტების პირველ ტრენინგ აკადემია გაიხსნება. სპეციალურად საქართველოსთვის შემუშავებულ პროგრამას ევროპის საბჭოს ორი ექსპერტი: პროფესორი მაიკ რობინსონი და კაროლინა კლარკი გაუძღვებიან.

ტრენინგი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის ორგანიზით იმართება. მისი მიზანია ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის ძირითადი მახასიათებლების გაცნობა ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებულ მარშრუტში ჩართული ადგილობრივი უწყებების, მენეჯერებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის. ტრენინგზე განხილული იქნება კულტურული მარშრუტების ჩამოყალიბების, განვითარების, მართვისა და დაფინანსების საკითხები.

სემინარი ხელს შეუწყობს კულტურული მარშრუტების ეფექტური მართვისათვის ადგილობრივი პროფესიული შესაძლებლობებისა და უნარების გაძლიერებას, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამით დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.

ტრენინგი 2 დღე გაგრძელდება და მის 35 მონაწილეს სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ერთობლივი სერტიფიკატები გადაეცემა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად