საქართველოში კორონოვირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა – წყაროს წარმოადგენს იტალია

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან შემოვიდა კორონავირუსი დაუდგინა – ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“გუშინ გვიან ღამით დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა კორონავირუსის” – განაცხადა ამირან გამყრელიძე. მისი თქმით წყაროს წარმოადგენს იტალია.

შეგახსენებთ, 2020 წლის 26 თებერვალს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით  ქვეყანაში შემოვიდა.

მინისტრის თქმით, ის საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ ოთახებში 31 პაციენტი დაკვირვების ქვეშ იქმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად