საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 849 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 761 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარა – 67, იმერეთი – 59, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 24, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 77, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი – 23, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 447, საიდანაც: 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  992, აჭარაში – 312, იმერეთში – 313. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 346 პირი, მათ შორის, თბილისში – 172, აჭარაში – 38, იმერეთში -68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი, მათგან თბილისში – 39, აჭარაში – 3, იმერეთში – 10. 314 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 196 – თბილისში, 113 – აჭარაში.  4 088  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 229 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 106, ხოლო აჭარაში – 35.

სულ  6 ოქტომბრიდან – 7 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 090 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 270 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5 031 პირი, აჭარაში – 1 754, იმერეთში – 975.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...