საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 038 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა, აჭარა – 31, იმერეთი – 170, ქვემო ქართლი – 51, შიდა ქართლი – 68, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 116, კახეთი – 50, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი -13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 279, საიდანაც: 3 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –   1 632, აჭარაში – 251, იმერეთში – 663. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 694 პირი, მათ შორის, თბილისში – 302, აჭარაში – 47, იმერეთში – 183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 204 პირი, მათგან თბილისში – 154, აჭარაში – 1, იმერეთში – 25. 444 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 210 – თბილისში, 159 – აჭარაში, 23 – იმერეთში. 5 533 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 216, აჭარაში – 111, ხოლო იმერეთში – 9.

სულ  6 ოქტომბრიდან – 22 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 797 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 786 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 299 პირი, აჭარაში – 1 400, იმერეთში – 2 062.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად