საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 475 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 362 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 43, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 33, გურია – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 36, კახეთი – 18, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 572, საიდანაც: 1 553 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  729, აჭარაში – 157, იმერეთში – 309. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 289 პირი, მათ შორის, თბილისში – 100, აჭარაში – 37, იმერეთში – 84. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 104 პირი, მათგან თბილისში – 65, აჭარაში- 8, იმერეთში – 11. 180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 – თბილისში, 69 – აჭარაში, 3 – იმერეთში. 839 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 302 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 110, ხოლო აჭარაში – 89.

სულ  6 ოქტომბრიდან – 24 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 127 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 970 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 122 პირი, აჭარაში – 443, იმერეთში – 763.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...