საქართველოში კორონავირუსით ექიმი გარდაიცავალა

თბილისში, კლინიკა “ჯერარსში” covid19-ით ინფიცირებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი გარდაიცვალა.

“69 წლის ქალი გადმოყვანილი იყო ახალქალაქიდან, რომელიც 19 ოქტომბერს შემოვიდა  კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებულს ჰქონდა მძიმე პნევმონია, ფილტვის დაზიანება და სუნთქვის მწვავე და მძიმე უკმარისობა. მიუხედავდ ჩატარებული ინტენსიოური თერაპიისა, გუშინ, დილის 7 საათზე დაფიქსირდა კლინიკური სიკვდილი,

გარდაცვლილს ჰქონდა თანმდევი დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა. სიკვდილის მიზეზი იყო კოვიდ19-ის პნევმონიით გამოწვეული სუთქვის უკმარისობა”, – განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 14 პაციენტი გარდაიცვალა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად