საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა სამით გაიზარდა და ამ ეტაპისთვის 808-ს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ამავე ვებგვერდის თანახმად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 663 გახდა.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში რჩება 2955 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად