საქართველოში კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა,

როგორც “აიპრესს” ქუთაისი ინფექციურ საავდმყოფოში განუცხადეს 59 წლის ქალი აჭარიდანაა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ეს უკვე 28-ე ფაქტია.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით პაციენტს თანმდევი დაავადებები, ასევე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.

“რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა 59 წლის ქალბატონი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა მაღლაფერიძემ

ქუთაისში კორონავირუსის ეს უკვე მე-3 ადამიანი გარდაიცვალა

ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით საქართველოში covid19-ის 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 60 პაციენტი გამოჯანმრთელდა

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად