საქართველოში კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა.

stopcov.ge-ის მონაცმეებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 69 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა.

დღევანდელი  stopcov.ge-ის მონაცემებით:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 4140
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1643
  • მათ შორის გარდაცვლილი – 24
  • კარანტინის რეჟიმში – 5390
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 640
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად