საქართველოში კორონავირუსის უკვე 67 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 2 ავსტრიის მოქალაქეა

ამის შესახებ მთავრობის შექმნილ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამი.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 67 შემთხვევაა; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 9 ადამიანია, კარანტინის რეჟიმში – 4055-ია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირია.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავისრუსის 67 შემთხვევიდან ორი ავსტრიის მოქალაქეა.
„დღეის მდგომარეობით, ლუგარის ლაბორატორიას დადასტურებული აქვს 67 შემთხვევა. უბრალოდ გამოვლენილი შემთხვევებიდან ჩვენ გვყავდა ორი უცხოელი მოქალაქე, კერძოდ კი ავსტრიელები. გუშინ ღამით მოხდა სპეცრეისის დანიშვნა ავსტრიის სახელმწიფოს მხრიდან და მათი მოქალაქეები გადაყვანილი იყვნენ ავსტრიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთან საქართველოს მოქალაქე დაფიქსირებული არის 65 და ამ 65 მოქალაქიდან ცხრა, დღეის მდგომარეობით, არის ჯანმრთელი. შედეგად, ჩვენ ამ ეტაპზე სტაციონარებში გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული 56 პაციენტი, რომლებზეც წარმატებით ზრუნავენ ჩვენი ექიმები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად