საქართველოში კორონავირუსის გამო, თვითიზოლაციაში 1100 ადამიანი იმყოფება

ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, “საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ს შეადგენს.
დღეს ლუგარის ლაბორატორიაში 23 ნიმუში შემოწმდა და გამოკვლევამ უარყოფითი შედეგები აჩვენა. ამ დროისთვის ნიმუშების შეტანა გრძელდება.
საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ 25 შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.
ლუგარის ლაბორატორიაში ამ დრომდე სულ 600 შესაძლო შემთხვევის ნიმუში იქნა გატესტილი.
ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 438 ადამიანი, 1100 კი – თვითიზოლაციაში.
70 პაციენტი იმყოფება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად