საქართველოში კორონავირუსის ახალი 26 შემთხვევა დაფიქსირდა- სულ 783 შემთხვევა ფიქსირდება

საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 605-ს შეადგენს.

” გუშინ, როგორც ცნობილია 757 დადასტურებული გვყავდა, შემოგვემატა 26 ახალი დადასტურებული. ახლა გვყავს 783 დადასტურებული შეთხხვევა. განკურნებულებს მხოლოდ 5 მიემატა”-აცხადებს ეზუგბაია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად