საქართველოში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1696 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2906 პაციენტი, გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 19 810, გარდაიცვალა 285 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 3 324 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 209, კოვიდ-სასტუმროში – 2 346, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად